არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს პანკისის ხეობაში. სამართალდამრღვევს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ახმეტაში ჰქონდა დამონტაჟებული.
მიმდებარე ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია წიფლის სახეობის 6 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
