ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

04 აპრილი 2024, 00:11 826 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებული ტრაილერის მისაბმელს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და თანმხლები პირი დაშავდა. ისინი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში