საპლაჟო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 

07 აპრილი 2024, 12:02 546 ნახვა

ბათუმის ბულვარში, გასულ წელს შტორმის შედეგად დაზიანებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტავენ, რომ დაზიანებულ  მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული სეზონის გახსნამდე დასრულდება.

კილომეტრიან მონაკვეთზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „გზა„ ახორციელებს, პროექტის ფარგლებში ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, ასევე განხორციელდება პრომინადისა და ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყობა ზღვაზე ჩასასვლელი ადაპტირებული პანდუსები, სამუშაოებისთვის 15 მილიონ 600 ათასი ლარი იხარჯება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 10 ივნისს უნდა დაასრულოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში