პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიყალა

13 აპრილი 2024, 10:01 289 ნახვა

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისს ციხის კარი გაუღო. სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტზე ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს, წინ ჯერ საჭირო პროცედურებია.   

მთავარსარდლის  განცხადებით ლაზარეს შეწყალების   გადაწყვეტილება იმაზე ადრე მიიღო ვიდრე სასამართლო ვერდიქტს გამოიტანდა  და ვიდრე მას,  დისკრეციული უფლების გამოყენებაზე,  ცალკეული პოლიტიკოსი მოუწოდებდა. 

ამიტომ, ახლა,  ქვეყნის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქულებს ვეღარავინ დაიწერს. მან ამავე გადაწყვეტილების გახმოვანების დროს ხაზი გაუსვა ქვეყანაში პოლიციის როლს და აღნიშნა, რომ  პოლიცია არათუ საპატიოა და პატივსაცემი, არამედ   პოლიციის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და  ისინი იქნებიან იქ, სადაც სახელმწიფოს და ქვეყანას სჭირდება.   

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს  გუშინ სასამართლომ  9  წლიანი პატიმრობა  მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში