"ნაციონალურმა მოძრაობამ" აშშ-ში ლობისტური კომპანია 360 ათას დოლარად დაიქირავა - პოლიტიკური შეფასებები

55 წუთის წინ 60 ნახვა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში რეგისტრირებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აშშ-ში ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, დაქირავებული კომპანიის ვალდებულებაა აშშ-ის მთავრობის წინაშე პარტიის ინტერესების დაცვა, მათ შორის დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია გეგმავს პარტიის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერას და აშშ-ის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაღრმავებას.

საკითხი დილიდან პოლიტიკური შეფასებები ერთ-ერთი მთავარი საგანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი