ტურისტული ადგილები ხელვაჩაურის სოფლებში 

13 აპრილი 2024, 14:18 930 ნახვა

''ტურიზმის განვითარება ჩემს სოფელში'' - ხელვაჩაურის მერია ახალ პროექტს იწყებს.  მიზანი ხელვაჩაურის სოფლებში ახალი ტურისტული ლოკაციის აღმოჩენა და პოპულარიზაციაა. მუნიციპალიტეტის მკვიდრები თუ ასეთს იპოვიან, მერია ახალ ტურისტულ ლოკაციას  დაარეგისტრირებს  და ინფრასტრუქტურასაც მოაწესრიგებს.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ იგი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნას, არამედ ეკონომიკურად გააძლიერებს სოფელს და შექმნის დასაქმების ადგილებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი განცხადების ფორმა უნდა შეავსონ და აგრეთვე დაარწმუნონ მერია მათ მიერ შეთავაზებული უცნობი ისტორიული თუ ტურისტული ადგილის მნიშვნელობაში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში