რუსეთის ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობბაზა იწვის

08 მაისი 2024, 13:26 369 ნახვა

უკრაინული ძალები თავს დაესხნენ ნავთობბაზას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ლუგანსკის გარეუბანში მდებარეობს. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. დაშავებულია 5 ადამიანი.  „გვიან ღამით, მტერმა დაარტყა მშვიდობიან ქალაქ ლუგანსკს, დაბომბა ნავთობბაზა“, - წერს ლუგანსკის ეგრეთწოდებული სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელი ლეონიდ პასეჩნიკი ტელეგრამარხზე.

მისი განცხადებით, ნავთობბაზის  ხუთი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივი სამმართველოს ყველა ქვედანაყოფი მობილიზებული იყო ხანძრის ჩასაქრობად.  პასეჩნიკის მტკიცებით,  სარაკეტო  დარტყმა განხორციელდა აშშ-ს მიერ მიწოდებული ატაკამის რაკეტებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში