პრეზენტაცია და გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

25 მაისი 2024, 13:08 307 ნახვა

ყველაზე უცნაური, კრეატიული და საინტერესო მუზეუმები - ამ თემაზე პრეზენტაცია გაიმართა ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში.

მუზეუმების შესახებ მცირე სალექციო კურსის მომზადების იდეა მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს უკავშირდება.

თარიღი გამოფენით და პრეზენტაციით აღნიშნეს, რომლის შემდეგაც გაიმართა ვიქტორინა.

ღონისძიებაზე მისულმა დამთვალიერებელმა ასევე ნახა ვიდეორგოლი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული და კრეატიული მუზეუმების შესახებ იყო მომზადებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში