სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო წირვას ხელისუფლების პირველი პირები დაესწრო

14 ოქტომბერი 2024, 14:00 253 ნახვა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მცხეთობა - სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინეს, ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. წირვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ შეკრებილ მრევს დღესასწაული მიულოცა.

"სვეტიცხოვლობას ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს დედა ეკლესიას. გამორჩეულად ჩვენს კათოლიკოსს პატრიარქს, მრევლს, თანამოქალაქეებს ვინც ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მინდა ვუსურვო ყველას ყველაფერი საუკუთესო, სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას"- განაცხადა პრემიერმა.

საზეიმო წირვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში