ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოპაციენტებთან, მორიგი შეხვედრა გაიმართა

20 ოქტომბერი 2024, 14:13 313 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიურ პაციენტებსა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, მკურნალობის უწყვეტობისა და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ კომპონენტებზე იმსჯელეს. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის საუბარი მედიკამენტების დეფიციტების საკითხს შეეხო.

"მინისტრის განცხადებით, პაციენტთა ინტერესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფოს პრიორიტეტია. შესაბამისად, სამინისტრო, ყველა მხარესთან თანამშრომლობით შეეცდება ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

 

შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ონკოლოგიურ პაციენტებს შორის პერმანენტულად იმართება და თანამშრომლობის ეს ფორმატი სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ აღნიშნული პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის ეფექტურ გზებზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე და სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. ასევე - პაციენტთა ორგანიზაციების „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ჰოუფის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში