აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს ორსულთა ჯანმრთელობის ხელშემწყობ პროგრამებს, რომელთა მიზანია დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის დაცვა და შესაძლო რისკების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ,,ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში” პროგრამების - ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში და სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრის მიმდინარეობას გაეცნო.
