ვითარება ხულოში

24 ოქტომბერი 2024, 10:54 308 ნახვა

ორდღიანი შეზღუდვის შემდეგ  ხულოში წყლის მიწოდება აღდგა. უამინდობის შედეგად დაზიანებულ წყლის მაგისტრალს სარემონტო სამუშოები  ჩაუტარდა. გამოწვევად კვლავ რჩება შეზღუდვები ენერგომომარაგებაში. ამ დროისთვის მცირე შეფერხებებია ძირითადად მაღალი ზონის სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, დამატებითი ბრიგადები სხვა  რეგიონიდანაც არიან მობილიზებული. შეზღუდვა გამოიწვია თოვის შედეგად დაზიანებულმა ინფრასტრუქტურამ. 

რაც შეეხება გზებს, როგორც აჭარის საავტომობილო დეპარტამენტში გვითხრეს, შეფერხებები არ არის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში