ცესკო ბრალდებებს პასუხობს

02 ნოემბერი 2024, 14:58 499 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე მოითხოვა რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, რატომ გასცა ცესკო-მ შესაბამისი სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ პირზე, რუს პროპაგანდისტ ალექსანდრე მალკევიჩზე. ცესკოს თავმჯდომარეზე გავრცელებულ ინფორმაციას, საარჩევნო ადმინისტრაციაში ეხმაურებიან.

ცესკოში სიცრუეს უწოდებენ, გიორგი კალანდარიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას კავშირები რუსეთთან აქვს. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სოციალურ ქსელში ქვეყნდება ყალბი დოკუმენტები, სადაც რუსულ კომპანიასთან დადებული შეთანხმებაა ასახული.

გიორგი კალანდარიშვილს, ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს და არასოდეს უსწავლია რუსეთში და არც არასოდეს ყოფილა აღნიშნულ ქვეყანაში. ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული საარჩევნო ადმინისტრაციის და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ. აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში