საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ დღეს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიება ტრადიციულად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
ღონისძიების დასაწყისშივე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულებს. გაკეთდა განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ეხებოდა ქვეყნის თავდაცვის ძალებსა და განვითარების იმ გზაზე, რომელიც აქამდე ქართულმა ჯარმა გაიარა.
,,ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სამხედროებს მიმართა ქვეყნის მთავარსარდალმაც, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალები პროგრესულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება.
ჯარისკაცებს პროფესიული დღე მიულოცა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში კი ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც.