რეგულარული ფრენები რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის - შეფასებები 

01 მაისი 2025, 14:31 90 ნახვა

საქართველო სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს - მთავრობის წევრების განცხადებით, მათი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო.

ოპოზიციის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ამ ფაქტს „ჩუმი თანხმობით ხვდება“, ამიტომ ისინი მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომ შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული აღნიშნული ნაბიჯი. რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 30 წლის შემდეგ პირველად, დღეს განხორციელდა ფრენა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია აერო „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე ასრულებს. მათივე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებია.

სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს კიდევ ორი კომპანია შეასრულებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში