შეხვედრა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან

02 მაისი 2025, 10:58 107 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები, ავიაკომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მათ შორის, ხაზი გაესვა  ქვეყანაში ტურიზმის მნიშვნელობას, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მზადებას ზაფხულის საავიაციო სეზონისთვის.

აღინიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ავიარეისებს შეასრულებს 60 სამგზავრო ავიაკომპანია 118 საჰაერო ხაზზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში