პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

03 მაისი 2025, 14:57 102 ნახვა

დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გერმანიის საელჩო მადლობას უხდის მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის.
მათივე განმარტებით, იქ, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა, „პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს, დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე.
მედია აწვდის საზოგადოებას ახალ ამბებს, ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე და ხელს უწყობს აზრის ჩამოყალიბებას. ამის გაკეთება მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია-გარემო არის თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი:.- წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში