ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც

24 ივნისი 2025, 10:14 65 ნახვა

ისრაელის თავდაცვის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ირანმა სამშაბათს სარაკეტო დარტყმების სერია განახორციელა ისრაელზე. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურების განცხადებით, თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. ეს  მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12-დღიანი ომის დასრულების მიზნით ისრაელსა და ირანს შორის  ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

თვითმხილველების თქმით, მათ აფეთქებების ხმა გაიგონეს თელ-ავივისა და ბეერ-შევას მახლობლად. ისრაელის მედიის ინფორმაციით, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ისრაელის  სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ბეერ-შევაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ თეირანი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები არ შეწყდება, თუ ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი