არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას 9 მაისს ერთად დგომისკენ მოუწოდებენ, აღნიშნულის შესახებ მათ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ოფისში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებზე დაწესებული პოლიტიკური კონტროლი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, ისე მოქალაქეთა კეთილდღეობას, სამართლიანობის იდეასა და ევროპულ მომავალს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი 9 მაისის მარშს ერთიანობისა და თავისუფლების დღის იდეით შეუერთდებიან.
ცნობისთვის - 9 მაისს, დედაქალაქში მარშები 4 სხვადასხვა ლოკაციიდან 17 საათზე იგეგმება და 19 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.