ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. გრიბოედოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკირ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გვითხრეს, რომ ახალგაზრდა კაცს კოჭ-წვივის მოტეხილობა აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.