პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო კიდევ ერთი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო მეორე დაკავებული, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.