ბოლონიის „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში „ვენეციასთან 2:0 დაწინაურდა. მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას თანაგუნდელებმა 77:75 გაიმარჯვეს.
თორნიკე შენგელიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 19 წუთში 6 ქულა და 1 პასი მოაგროვა.
სერია სამ მოგებამდეა, მესამე მატჩი ვენეციაში 23 მაისს გაიმართება.