''გიორგი მამალაძეს პატრიარქის ძმისშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ''

08 მაისი 2017, 00:00 2909 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ. სასურველი ჩვენების ვერ მიღების შემდეგ კი ბრალი დაუმძიმეს - ეს არის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადება, რომელიც დღეს მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთეს. 

მიხელ რამიშვილის ინფორმაციით, პროკურორებმა რამდენჯერმე განმარტეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის ჩვენება არ ემთხვეოდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც გამოძიებას აქვს მოპოვებული. "ფაქტია, რომ პროკურორებს მტკიცებულებების განმტკიცება მამალაძის ჩვენების საფუძველზე უნდოდათ, რაც არ გამოვა. რაც აბსურდი იყო, იმიტომ რომ მამა გიორგისაც უკვირდა, რატომ თხოვდნენ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. პროკურორები ეძებენ ამ დრომდე ჯგუფს, რომელიც არ არსებობს" - მიხეილ რამიშვილი. 

ე.წ. "ციანიდის" საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 მაისს არის ჩანიშნული. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ის დააყენებს შუამდგომლობას პროცესი იყოს ღია, რადგან სასამართლოზე საინტერესო საკითხებზე იქნება მსჯელობა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში