საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
თარიღის დღის აღსანიშნავად, 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ასევე სახელმწიფო უწყებების, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, გორში გაიმართა ღონისძიება - „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“.
„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ემსახურება მსოფლიოში ბავშვების უფლებების მნიშვნელობის წარმოჩენას, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის ხაზგასმას.
ამ დღის აღსანიშნავად, 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ასევე სახელმწიფო უწყებების, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, გორში გაიმართა ღონისძიება - „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“.
ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი არასრულწლოვანების ინფორმირება ბავშვის უფლებების შესახებ, მათი მოსაზრებების მოსმენა და მონაწილეობის ხელშეწყობა.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა ბავშვებთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა აზრის გამოხატვა, თანასწორობა, ემოციური კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, პოლიციასთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობა და სხვა.
საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს გამოხატული მოსაზრებებისათვის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვებთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ ბავშვების მოსმენა და მათი საჭიროებების გათვალისწინება უნდა იყოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.