ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში - შეფასებები

11 დეკემბერი 2025, 14:19 78 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. მიღებული კანონპროექტი კვლავინდებურად განხილვის თემაა საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციონერი დეპუტატის ტატა ხვედელიანის განცხადებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხვედელიანის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ თუნდაც ასი ადამიანის პროტესტი იმდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ ეს კანონი უკვე რამდენჯერმე შეცვალეს. 

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ აქცენტია ძალადობრივ აქციაზე, როცა სხვის უფლებებს ხელს უშლიან აქციის მონაწილეები.  გურამ მაჭარაშვილის თქმით, პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ, თუ მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოყოფილ ადგილზე მივლენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი