2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. პორტუგალიელებს, რომლებსაც პირველი ორი რაუნდის შემდეგ 4 ქულა აქვთ, პლეი ოფში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, საქართველოს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ევრო 2025-ის მესამე ტურის მატჩამდე სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს.
„ემპოლის“ მცველმა ევრო 2025-ის მეორე ტურში, საფრანგეთის ნაკრებს მეორე გოლი გაუტანა, მაგრამ შემდეგ ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
გუნდის მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში.
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.