საქართველო - ესპანეთი

15 ნოემბერი 2025, 19:51 189 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. ტრავმის გამო „ჯვაროსნებს“ გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ვერ დაეხმარებიან, დისკვალიფიკაციის გამო კი შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს ერთმანეთთან აქამდე ცხრაჯერ უთამაშიათ, რომელთაგან ერთი ამხანაგური მატჩი 2016 წელს საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ელჩეში უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე