აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა. თავისი თამამი გადაწყვეტილებით - დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს, მან აჩვენა, რომ იმსახურებს თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას. ის მარადიულად ემახსოვრებათ როგორც ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილი მეგობარი“, – აღნიშნავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.