გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს. გადაწყვეტილება საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კლუბების ანგარიშებზე ზედამხედველობის ორგანომ მიიღო, კლუბს გასაჩივრების უფლება აქვს – ინფორმაციას „ეკიპი“ ავრცელებს.
მკაცრი ვერდიქტის მიზეზი ფინანსური გარანტიების არარსებობა და 175 მილიონი ევროს დავალიანება გახდა.