მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

02 ივლისი 2025, 09:58 128 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე „რეალის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა, გონსალო გარსიამ გაიტანა. მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „დორტმუნდის“ „ბორუსიას“ დაუპირისპირდება, რომელმაც „მონტერეი“ 2:1 დაამარცხა.

მეოთხედფინალური წყვილები კი ასე გამოიყურება:  „ფლუმინენსე“ – „ალ ჰილალი“ ; „პალმეირასი“ – „ჩელსი“; პარი სენ-ჟერმენი“ – „ბაიერნი“;  „რეალი“ – „დორტმუნდი“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი