გამოკითხვები პროკურატურაში ჩორჩანის ეპიზოდზე

04 ივლისი 2025, 18:01 78 ნახვა

პროკურატურაში ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით ფინანსთა ყოფილი მინისტრი გამოიკითხა. 

დაახლოებით ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ივანე მაჭავარიანი მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

მისი განცხადებით, მას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ ჩაიდგა თუ არა ჩორჩანაში საგუშაგო და რომ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მედიით გაიგო, მას შემდეგ რაც ეს საკითხი გააქტიურდა.

აქვე გაგახსენებთ რომ ივანე მაჭავარიანი 2019-21 წლების პერიოდში იკავებდა ფინანსთა მინისტრისა და ვიცე პრემიერის თანამდებობებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი