თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, არ გაუარესებულა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ლალი ტურძელაძე

08 ივლისი 2025, 11:02 433 ნახვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. ახლა შემოვლაა, მერე კვლევები იქნება, რის შემდეგაც ლევან რატიანი გააკეთებს კომენტარს. დიახ, სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარ შენახვას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში