ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

11 ოქტომბერი 2025, 21:27 162 ნახვა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას ქალაქ ელჩეში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

მატჩისთვის ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა. 

ძირითადი შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე,  გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე