საკონსტიტუციო სარჩელი

10 ივლისი 2025, 18:00 95 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობს, რომლითაც მძიმე დანაშაულის მცდელობისთვის ბრალდებულს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს არჩევა არ შეუძლია.

მოსარჩელის განმარტებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ასევე დამამძიმებელ გარემოებებში   განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს არსებული ნორმა ბრალდებულს დაუსაბუთებლად ზღუდავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შესაძლებლობას.

მოსარჩელეთა მითითებით, ბრალდების მხარეს აქვს შესაძლებლობა, ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლით, თავად გადაწყვიტოს, წარიმართება თუ არა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, რაც არღვევს ბრალდებულთა თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს იმ ბრალდებულებს, რომელთა ქმედებაც კვალიფიცირდება როგორც დანაშაულის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის სიმძიმე და მოსალოდნელი სასჯელი შესაძლოა არსებითად არ განსხვავდებოდეს დამთავრებული დანაშაულისგან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში