რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარგვის საქმე

17 ივლისი 2025, 18:16 138 ნახვა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს,  რომ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის ფაქტებზე  დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. ცნობილია, რომ  დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.  

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი