საქართველოში ევროკავშირის მიზნების თაობაზე „ქართული ოცნების" ტყუილები და დეზინფორმაცია წარმატებული ვერ იქნება, - ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველებისთვის მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე მომავალს, რომელიც დამყარებული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების მყარ საფუძველზე.