საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავა.
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელსა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას მარლთსაწინააღმდეგოდ ახდენდა.
სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დაყადაღდა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთად ითვალისწინებს.