აჭარაში სამუსიკო საპილოტე სკოლა შეიქმნება. ინიციატივა აჭარის კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. სამუსიკო საპილოტე სკოლა მუსიკალური მიმართულებით თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას შეეცდება.
სწორედ ამ საკითხს ეხებოდა შეხვედრა, რომელიც აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ საერთაშორისო ექსპერტთან კულტურის საკითხებში ღასან ხალილთან გამართა.
მინისტრმა ექსპერტს აჭარაში მოქმედი სამუსიკო სკოლების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ექსპერტი საპილოტე სკოლასთან დაკავშირებით სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.