გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები - საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

16 აგვისტო 2025, 18:58 157 ნახვა

ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.

„ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსაში, ასევე ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.

 

გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: საქართველოს საელჩო: +34691387221;  სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში