„თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური კომპრომისის გეგმას აქვეყნებს

01 სექტემბერი 2025, 17:56 132 ნახვა

„თავისუფალი საქართველო“ ს პოლიტიკური კომპრომისის გეგმა. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განმარტებით, ვადა გაუვიდა ევროკომისიის ე.წ. ულტიმატუმს საქართველოს მთავრობის მიმართ და იწყება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

„თავისუფალი საქართველო“ ემიჯნება ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის მიდგომას სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით და იმავდროულად მიმართავს ევროკომისიას, ერთი თვით გადაავადოს სანქციების ამოქმედების ვადა, ხოლო სანქციების წინაპირობებიდან ამოიღოს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ლგბტ პროპაგანდასთან და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასთან, სხვა საკითხებზე კი გააგრძელოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში