საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე გამოკითხვები გრძელდება, ისევ მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით.
ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე იკითხება.
მანამდე მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მოქმედი და „ისფედის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები.
პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.