საუკუნეების წინანდელი ისტორია გაცოცხლდება დღეს გონიო-აფსაროსის ციხეზე, სადაც ,,რომაული ფესტივალი" მიმდინარეობს. სტუმრებს რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ელემენტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. იმართება სპორტული შეჯიბრება მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში;
დაგეგმილია გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები, ცეცხლოვანი შოუ. ,,რომაული ფესტივალის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის ,,კლეოპატრასა და ანტონიუსის სიყვარულის ისტორიის’’ წარმოდგენა.
სტუმრებისთვის კერამიკისა და ხის მასტერკლასები ჩატარდება, დააგემოვნებენ რომაულ კერძებს. ფესტივალი, რომელზეც დასწრება თავისუფალია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.