თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია

11 სექტემბერი 2025, 19:59 154 ნახვა

თავდაცვის ყოფილი  მინისტრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა . სუსის ინფორმაციით    ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავების დროს განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, რის გამოც მას ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. უწყებისვე განმარტებით  სწორედ ამის გამო არ საჯაროვდება მისი დაკავების კადრები. 

ჯუანშერ ბურჭულაძეს   გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება - საუბარია დიდი ოდენობით თანხების მითვისებაზე, კერძოდ თავდაცვის სამინისტროსთვის შეძენილ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატზე, რომლის ღირებულებაც  გამოძიების ინფორმაციით ხელოვნურად გაზარდეს და ნაცვლად 2 მილიონ 606 ათას 272 ლარისა, სამედიცინო აღჭურვილობა სამინისტრომ შეიძინა 3 მილიონ 940 ათას ლარად.   

მეორე ბრალდება უკავშირდება ესპანეთში  ბურჭულაძის მიერ ნაყიდ  მიწის ნაკვეთსა და სახლს.  სუს-ის ინფორმაციით,    ამ თანხის  „კანონიერი წარმომავლობა“ ექსმინისტრსა და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ.  ამიტომ ამ თანხის „რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით“, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის მეუღლესა და „მესამე პირს“ შორის გაფორმდა „ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება“. რეალურად კი ქონება არ გასხვისებულა. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.  გაგახსენებთ ამ საქმეში  ფიგურირებს არა მხოლოდ ყოფილი მინისტრი, არამედ მისივე მოადგილე, ნათესავი და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი