დაკავება სარფში

21 მაისი 2017, 00:00 8756 ნახვა

სარფის საბაჟოზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნური მგელაძე დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი - პაატა შავაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი მგელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ  სისხლის სამართლის საქმის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილში გაამართლა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვას, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ადვოკატის ინფორმაციით,  დაკავება ამჯერად ნარკოტიკული ნივთიერების მიღებაზე შემოწმების მიზნით განხორციელდა, თუმცა პაატა შავაძის მტკიცებით,  პროცედურები კანონის დარღვევით განხორციელდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, საქმე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გულისხმობს გასაღების მიზნის გარეშე, ან - ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

 

ამავე კატეგორიაში