არასამთავრობო სექტორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე თავდასხმის მცდელობა აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, ძირს უთხრის სტრატეგიულ ინტერესებს და საქართველოს მოკავშირეებთან აშორებს.
მესამე სექტორის განცხადებით, დიპლომატი პრინციპული პოზიციის გამო „ქართული ოცნების“ მხრიდან უსაფუძვლო, აგრესიული და უღირსი თავდასხმების სამიზნე გახდა.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ არასამთავრობო სექტორი გააგრძელებს პროპაგანდისა და მანიპულაციის მხილებას, და საქართველოს ისტორიული არჩევანისთვის – ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.