მოსალოდნელია ამინდის გაუარესება - მეტეოროლოგი

18 სექტემბერი 2025, 20:02 150 ნახვა

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ, 18 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან ,საქართველოში აქტიურ ტალღურ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდა. 

დღეიდან 21 სექტემბრის შუადღემდე, მთელს ქვეყანაში შეიქმნება რთული მეტეო პირობები, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზღვაზე ტალღის სიმაღლე 4-5 ბალს მიაღწევს. 

ყველგან აგრილდება და დღის მაქსიმალური ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება. გზებზე მოსალოდნელია ხილვადობის შეზღუდვა, ასევე არსებობს დატბორვის ალბათობა, მთაში შესაძლებელია მცირე ღვარცოფების განვითარება და სეტყვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი