4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და იმერეთში. 3 ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
ხარაგაულში კი მოქალაქეს დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული.
საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხე-ტყე - 74 ერთეული სხვადასხვა სახეობის მორი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე