მაღალმთიან აჭარაში 121 საჯარო სკოლაა, მათ შორის 24 სკოლაში არ არის პირველკლასელი, თუმცა, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, - აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო პარტია "ლელოში" გამართულ ბრიფინგს პასუხობს.
უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში 2025 წელს დასრულდა 9 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 4 სკოლის მშენებლობა და 3 სკოლის რეაბილიტაცია.
"წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი 4 სკოლის რეაბილიტაციაზე.
2026 წელს დაგეგმილია 15 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები.
მაღალმთიან აჭარაში 121 საჯარო სკოლაა, მათ შორის 24 სკოლაში არ არის პირველკლასელი, თუმცა, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და სხვა კლასებში მოსწავლეები არიან", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
"ლელოში" სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მაღალმთიან აჭარაში ათეულობით სკოლაში მოსწავლეების არ არსებობის გამო გაუქმებულია სხვადასხვა კლასი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე