საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის მეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდში სამი ქართველი მორაგბე – თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), ვანო კარკაძე („ოიონა“) და ლაშა მაჭარაშვილი („აჟენი“) დაასახელეს.
„პროვანსმა“ შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა „დაქსი“ – 42:15.
ჯალაღონია ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა. ვანო კარკაძის, ლუკა მატკავასა და ვასილ ლობჟანიძის „ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალანსი“ დიდიდ ანგარიშით დაამარცხა – 55:8. ამ შეხვედრაში კარკაძემ ლელო დადო, მატკავამ კი სამი ზუსტი გარდასახვა შეასრულა.
ლაშა მაჭარაშვილისა და ომარ ოდიშვილის „აჟენმა“ საკუთარ მოედანზე „ბეზიეს“ 21:10 სძლია.
მაჭარაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე