ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან" მატჩს გამოტოვებს 

01 ოქტომბერი 2025, 10:01 96 ნახვა

მარცხენა ფეხის კუნთზე მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გასვლით შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ ვერ დაეხმარება. ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის გასულ ტურში „ოსერთან“ მატჩისას მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.

ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის და აღდგენითი პროცესის დადებითი დინამიკით განვითარების შემთხვევაში, ის ლიგა 1-ის მომდევნო ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე